ეკა ციმაკურიძის განცხადებით, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, საკვანძო მიმართულებებია შესასრულებელი

ხელისუფლებას 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხთან დაკავშირებით ფრთხილი დამოკიდებულება აქვს. არის მნიშვნელოვანი მიმართულებითაც წინსვლა, მაგრამ რამდენიმე საკვანძო საკითხია, რომელზეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, რომ არც კი აპირებს შესრულებას, - ამის შესახებ ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა ციმაკურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, საკვანძო მიმართულებებია შესასრულებელი.

„ეს ისეთი საკვანძო საკითხებია, რომლის გარეშე კანდიდატის სტატუსის მიღებაში წარმატებას ვერ მივაღწევთ. პირველ რიგში, ეს არის სასამართლო რეფორმა. სასამართლოს მიმართულებით ხელისუფლებამ თავდაპირველადვე არ აღიარა რა იყო გასაკეთებელი. ხელისუფლებას უნდოდა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და მოქმედების გეგმა დაემტკიცებინა, რომელიც ჩართულობითი პროცესი უნდა ყოფილიყო. შედეგად მივიღეთ, რომ პროცესი ჩართულობითი არ ყოფილია.

სტრატეგიისა და გეგმის შინაარს რაც შეეხება, ის არ ასახავს იმ პრობლემებს, რომელიც ასახულია საერთაშორისო რეკომენდაციებში. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად 15 -გვერდიანი დოკუმენტი დამტკიცებულია, „ქართული ოცნება“ თვლის, რომ შესრულებულია ეს კონკრეტული საკითხი, ასე ვერ ჩაითვლება. საკვანძო მიმართულებებია შესასრულებელი. იმედს ვიტოვებ, რომ წლის ბოლომდე გააქტიურდება მუშაობა“,- განაცხადა ციმაკურიძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციასაც შეეძლო უკეთ ემოქმედა და დარჩენილიყო სამუშაო პროცესში.

„ეს მათი მხრიდან დეპოლარიზაციის მიმართ გამოხატული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა ნაბიჯები, იმ თვალსაზრისით, რომ სამუშაო ჯგუფები არ იყო გახსნილი დიალოგისთვის.

საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, გამოიყენო საპარლამენტო ფორმატები, პლენარული სხდომის ტრიბუნა, კომიტეტები, მინისტრების დაბარება. ეს უნდა გახდეს საპარლამენტო ცხოვრების ყოველდღიური რეჟიმი“,- აღნიშნა მან.

ამასთან, ციმაკურიძის თქმით, საპარლამენტო ბოიკოტი გამოსავალი არ არის.

„ხანგრძლივი ბოიკოტი არ არის ეფექტური. ბოიკოტს მოკლევადიანი დანიშნულება და მიზანი აქვს. თუ ბოიკოტი მოკლე ვადაში თავის მიზანს ვერ აღწევს და გადაიზრდება დაუსრულებელ ბოიკოტში - ეს არის დემოკრატიის ხარვეზი. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური პარტია უნდა გამოვიდეს ბოიკოტიდან და დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს“,- განაცხადა ციმაკურიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა