სერგეი ლავროვმა რუსეთის ახალი საგარეო კონცეფციის გამოქვეყნება დააანონსა

რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია ასახავს ქვეყნის შიდა განვითარებისთვის ხელსაყრელი გარე პირობების შექმნის ამოცანას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიპლომატის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმ გადაწყვეტილებების შესრულებაზე, რასაც ქვეყნის ხელმძღვანელობა იღებს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით - პირველ რიგში, შევქმნათ ხელსაყრელი საგარეო გარემო რუსეთის დინამიკური შიდა განვითარების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამისკენ გვიბიძგებს პრეზიდენტი. ამოცანა ასახულია დოქტრინალურ დოკუმენტებში და, რა თქმა უნდა, აისახება საგარეო პოლიტიკის განახლებულ კონცეფციაში, რომელზეც მუშაობა ახლა სრულდება“, - განაცხადა მან.

ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

რუსეთის პრეზიდერნტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი დღეს განაცხადა, რომ კონცეფციას უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაამტკიცებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?