გაზიანთეფში მცხოვრები ქართველი - ძალიან რთული სანახავია, ხალხი ღია სივრცეშია, კოცონი აქვთ დანთებული - ამბობენ, იმდენი მიცვალებულია, რომ ამოცნობის პროცედურაც გართულებულია

თურქეთში, გაზიანთეფში მცხოვრები ქართველის, დალი ჭედიშვილის განცხადებით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, მოსახლეობა ღია სივრცეებში ათენებს ღამეს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, გაზიანთეფში მცხოვრები ქართველები ერთმანეთს დაუკავშირდნენ და ყველა მათგანი ამჟამად უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არის.

„ძალიან რთული სანახავია. გაზიანთეფი ძალიან მოძრავი, ხმაურიანი, ინდუსტრიული ქალაქი იყო. ქუჩები დაცარიელებულია. ვისაც გასვლის საშუალება ჰქონდა, ქალაქი ყველამ დაცალა. უსაფრთხო ადგილებში წავიდნენ. უფრო ღია სივრცეებში არიან, კოცონი აქვთ დანთებული და ღია სივრცეში ათენებენ ღამეებს.

ორი დღის წინაც ძალიან ხშირად იყო ბიძგები. გუშინ შუადღის მერე იყო ბოლო ბიძგი და დღეს არ ყოფილა. ამიტომ გადავწყვიტეთ ბინაში დაბრუნება", - აცხადებს ჭედიშვილი.

როგორც მან აღნიშნა, ერთსართულიანი კაფე-ბარების მესაკუთრეებმა მის მეგობრებს მისცეს შესაძლებლობა, რომ ღამე იქ გაეთიათ.

მისივე თქმით, გართულებულია დაღუპულთა ამოცნობის პროცედურაც.

„ახლობლები ლაპარაკობდნენ, იმდენი მიცვალებულია, ყველა პროზექტურა სავსეაო. გადაჰყავთ საერთო სასაფლაოზე და იქ უნდა მიაბარონ მიწას. ამოცნობის პროცედურაც გართულებულია“,-განაცხადა ჭედიშვილმა.

მისი განმარტებით, ქალაქში ბუნებრივი აირი არ არის, მაგრამ მოსახლეობას წყალი და ელექტროენერგია უკვე მიეწოდება.

„ქალაქში მედიკამენტები, წყალი უფასოდ რიგდება. ქუჩაში არის კვების ობიექტები და მოსახლეობას საკვებს უფასოდ აძლევენ. მერია შეძლებისდაგვარად მუშაობს. უფასო წვნიანს და პურს არიგებენ. პირველადი დახმარების მედიკამენტებიც უფასოდ რიგდება“,-განაცხადა ჭედიშვილმა.

მან განმარტა, რომ გაზიანთეფში მცხოვრებ ერთ-ერთ ქართველს იცნობდა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.

„ვიცნობდი ციცო პაკელიანს, რომელსაც ვეძებთ. 10 წელია ჩემთან ერთად არის ემიგრაციაში, გაზიანთეფში. ბოლო ერთი წელი საქართველოში იყო. სექტემბერში დამიკავშირდა, ისევ გაზიანთეფში მინდა ჩამოსვლაო და აქ ჩამოვიდა“, - განაცხადა ჭედიშვილმა.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ იპოვეს. როგორც ჭედიშვილი განმარტავს, ადგილი, სადაც ციცო პაკელიანი იმყოფებოდა, ძალიან ძნელი მისადგომია და ამჟამად იქ მძიმე ტექნიკა მაშველებთან ერთად მუშაობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა