სტამბოლში მცხოვრები ქართველი - ქალაქ ანთაქიაში მცხოვრები ქართველი, ნანი ზარანდია ითვლება დაკარგულად და დღემდე ვეძებთ

ნანი ზარანდია ითვლება დაკარგულად და დღემდე ვეძებთ, - ამის შესახებ სტამბოლში მცხოვრებმა ქართველმა, ცირა შარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად მესამე გარდაცვლილი ქართველის, ნანი ზარანდიას ცხედარი იპოვეს.

ცირა შარიას თქმით, ნანი ზარანდიას გარდაცვალების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია იმ მოხუცი მამაკაცის ოჯახის წევრმა გაავრცელა, ვისაც ის უვლიდა.

„ითვლება დაკარგულად, დღემდე ვეძებთ. ის მუშაობდა ქალაქ ანთაქიაში, ჰატაის პროვინციაში, ერთ-ერთ ოჯახში. ამ მოხუცის შვილი გვერდით კორპუსში ცხოვრობდა და როცა მოხდა მიწისძვრა, მისი კორპუსი უვნებლად გადარჩა, ბაბუის ჩამოინგრა. მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნანი ზარანდია იყო გარდაცვლილი. შემდგომში თქვა, რომ ისე დავიბენი, არა თუ ნანი, მამაჩემიც გარდაცვლილად გამოვაცხადეო. ვვარაუდობთ, რომ ალბათ იყვნენ გარდაცვლილები სხვები და ვეღარ ამოიცნო“, - განაცხადა ცირა შარიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა