გენადი არველაძე - საქართველოდან ევროკავშირში რეკორდულად გაიზარდა  ექსპორტისა და ექსპორტიორ კომპანიათა მაჩვენებელი

წლიდან წლამდე ადგილობრივი ექსპორტიორებისთვის ევროკავშირის ბაზარი უფრო მდგრადი და პროგნოზირებადი ხდება, რამაც რეკორდულად გაზარდა ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიებისა და ექსპორტზე გატანილი საქონლის მონაცემები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა.

გენადი არველაძემ დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)" შეთანხმების 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

„უნდა აღინიშნოს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირთან სავაჭრო მონაცემების დადებით დინამიკაზე. გასული წლის მონაცემებით, რეკორდულად გაიზარდა და 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა ექსპორტის მაჩვენებელმა. ასევე მნიშვნელოვნად - 1000-მდე გაიზარდა ექსპორტიორი კომპანიების მაჩვენებელი, სულ უფრო იზრდება პროდუქტების დივერსიფიცირებაც. აღსანიშნავია, რომ 2014 წლამდე ეს მაჩვენებლები იყო ბევრად ნაკლები. დღეს კი აბსოლუტურად სხვა რეალობა და სხვა ციფრები გვაქვს სახეზე", - აღნიშნა გენადი არველაძემ.

2022 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან გაიზარდა 29%-ით, 3 912 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 21% შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მონაცემებით ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 71%-ით გაიზარდა და 961 შეადგინა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა