Bild - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს საჭირო იარაღის სიები გადასცა, მაგრამ გერმანიის კანცლერამდე სია არ მისულა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს საჭირო იარაღის სიები გადასცა, მაგრამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცამდე სია არ მისულა, - ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს თანახმად, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე ზელენსკიმ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო იარაღის სიები გადასცა. სიები განსხვავებული იყო - ყოველი ქვეყნისთვის თავისი, მისი სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ზელენსკისგან ასეთი სიების მიღება დაადასტურეს. ამავდროულად, გერმანიის მთავრობაში წყარომ გამოცემას უთხრა, რომ გერმანიის დელეგაციას უკრაინის პრეზიდენტისგან არანაირი სია არ მიუღია.

„სრულიად შესაძლებელია, რომ კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ მიიღეს სიები, რადგან სამშაბათს საღამოს პარიზში ზელენსკისთან უკვე გაცვალეს მოსაზრებები”, - წერს გამოცემა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა