ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნას აპირებს

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნას აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ საფინანსო საკითხებში, მაიკლ მაკკორდმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ველი, რომ ეს უფრო დიდი თანხა იქნება, ვიდრე კონგრესმა წინა წელს დაამტკიცა”, - განაცხადა მაკკორდმა.

მუდმივი ცვლილებების გამო, მან უარი თქვა წინადადების დეტალების დაკონკრეტებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ პენტაგონი საბრძოლო მასალის წარმოებაში აპირებს ინვესტირებას, რათა საკუთარი მარაგები შეავსოს და უკრაინას დაეხმაროს.

მაკკორდის თქმით, მთავრობა თავდაცვითი ბიუჯეტის საბოლოო თანხის დამტკიცებასთან „ძალიან ახლოს” არის და თეთრი სახლი ამ მაჩვენებელს 2024 წლისთვის ერთიან საბიუჯეტო მოთხოვნაში შეიყვანს, რომლის გამოქვეყნებაც 9 მარტს არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, დეკემბერში აშშ-ის კანონმდებლებმა 2023 წლისთვის თავდაცვითი მოთხოვნილებებისთვის რეკორდული 858 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცეს, რაც 10%-ით აღემატება წინა წლის თავდაცვით ბიუჯეტს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა