საკრებულოში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და მეცნიერ ქალებს მადლობა გადაუხადა იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელიც საქართველოს წარმოაჩენს.

„ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების როლი მნიშვნელოვანია. სწორედ განათლება და მეცნიერებაა ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის განვითარებისა და პროგრესისათვის. მეცნიერების წყალობით, არა მხოლოდ ჩვენი გარემო, არამედ ადამიანების ცნობიერებაც იცვლება. შესაბამისად, თავად მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და მისი აყვანა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე ყოველი ჩვენგანის პრიორიტეტი უნდა იყოს. მეცნიერების განვითარების კუთხით საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეცნიერ ქალებს ფასდაუდებელი შრომისთვის, დარწმუნებული ვარ, მათი სამეცნიერო წარმატება საქართველოს არაერთხელ წარმოაჩენს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით მიმართა და საუბრისას გაეროს მიერ დაწესებული მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ გაეროს მიერ დაფუძნებული ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით წელს ერთ-ერთი პირველი აქტივობაა, რომელიც აღნიშნულ თარიღს ეძღვნება. ვულოცავ ყველა მეცნიერ ქალს, განსაკუთრებით ქართველ მეცნიერ ქალებს ამ მნიშვნელოვან თარიღს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. გაერო იმედოვნებს, რომ მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავება აღმოიფხვრება და იგი ქალებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ამჟამად ქალები მეცნიერთა მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენენ.

ღონისძიების დასასრულს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის მეცნიერ ქალებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

საკრებულოს ინფორმაციით, დღესვე, გენდერული საკითხების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა განათლების სამინისტროსა და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შორის, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი ესწრებოდა. შეხვედრაზე მიმდინარე ღონისძიებები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა