საერთაშორისო გამოფენაზე - FRUIT LOGISTICA 2023 ქართული სტენდია წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2023 მონაწილეობა 14-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტომ, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გამოფენაზე ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი ის კომპანიები წარადგინა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების ბენეფიციარებს, ამ მნიშვნელოვანი გამოფენის ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ, გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, რაც, სამომავლოდ, ხელს შეუწყობს ქართული აგროპროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესს და ექსპორტის ზრდას“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ.

საერთაშორისო გამოფენაზე FRUIT LOGISTICA 2023, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: შპს „აგროლეინი“, შპს „ბლუბერდი“, შპს „გოლდენ ფარმსი“, შპს „ხონის პლანტაციები“, შპს „როიალ ბერი“, შპს FCO, შპს „სილქ აგრო ტექნოლოჯის“, შპს „ჰერბია“, შპს „ვეს ბესტ ბლუბერი პლანტი“, შპს „მამბოფროსტი“, შპს „სიდერი“, შპს „ბლუ გოლდ ჯორჯია“, შპს „მწვანე მდელო პროდუქცია“.

„აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობდა შპს „იმერეთის აგროზონა“, რომელმაც სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებისა და მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის პროექტები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ იმერეთის აგრო ზონის ორივე პროექტის მიმართ პოტენციური ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. შეხვედრები გაიმართა ასევე მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის როგორც არსებულ წევრებთან, ნიდერლანდურ კომპანიებთან, ასევე, რამდენიმე გერმანულ, იტალიურ და დანიურ კომპანიასთან, რომლებიც ცენტრის წევრობით დაინტერესდნენ.

FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. გამოფენას, ყოველწლიურად, 80,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობა 87 ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2,000-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო. FRUITLOGISTICA 2023 10 თებერვალს დასრულდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის