აშშ-მა ალასკის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო

შეერთებული შტატების F-22 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა ალასკის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო, რომელიც არქტიკის ოკეანეში ჩავარდა, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, ობიექტი აშშ-ის მთავრობის ყურადღების ცენტრში პირველად ხუთშაბათ საღამოს მოექცა და ჩამოგდებამდე ის შეერთებულმა შტატებმა უპილოტო მფრინავ ობიექტად შეაფასა.

„ობიექტის ჩამოგდების ბრძანება პრეზიდენტმა გასცა”, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია, ვის ეკუთვნის ობიექტი.

ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ პეტ რაიდერის განცხადებით, ობიექტი 12 190 მეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა და საფრთხეს წარმოადგენდა სამოქალაქო ავია მიმოსვლისთვის, რის გამოც ალასკას საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.

მისივე თქმით, ობიექტი გაცილებით მცირე იყო, ვიდრე ჩინური სათვალთვალო აეროსტატი, რომელიც, რამდენიმე დღის წინ, ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოაგდეს.

„ობიექტი დაახლოებით, პატარა მანქანის ზომის იყო, ის არც ზომით და არც ფორმით არ ჰგავდა სათვალთვალო ბუშტს, რომელიც სამხრეთ კაროლინას სანაპიროზე 4 თებერვალს ჩამოაგდეს“, - განუცხადა რაიდერმა ჟურნალისტებს.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო