საქართველო ლატვიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლატვიაში, რიგაში Blttour 2023 ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 11 კომპანია იყო წარდგენილი.

„Blttour 2023-ზე საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით შეხვედრები გაიმართა ბალტიისპირეთისა და ჩრდილოთ ევროპის ტურისტული, ავიაკომპანიების, ასოციაციების, სამოგზაურო პლატფორმებისა და მედია კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში ავიარეისების, ერთობლივი ტურისტული მიმართულებების, ტურიზმის აღდგენის დინამიკის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

რიგის ტურისტულ გამოფენას 33 ქვეყნის 300-მდე კომპანია და ორგანიზაცია დაესწრო. Blttour 2023-ს 23 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა