საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე უნივერსიტეტის მეცნიერ ქალებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფაკულტეტებზე, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწე წარმატებულ მეცნიერ ქალებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტის მეცნიერ ქალებთან შეხვედრას სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ წერეთელი, სტუ-ის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი ნაზი კუციავა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მეცნიერ ქალებს ღისშესანიშნავი თარიღი მიულოცა და სამეცნიერო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც რექტორმა, აღნიშნა, უნივერსიტეტში არაერთი ცნობილი მეცნიერი ქალი მოღვაწეობს და ახალგაზრდა თაობებს მეცნიერებისკენ სავალ რთულ გზებს უკვალავს. შედეგად, უნივერსიტეტში ახალგაზრდა ქალი მკვლევრების განვითარებისთვის ყოველგვარი პირობაა შექმნილი.

„მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის დაწესებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიო საზოგადოებას შეახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერებასა და განათლებაში ქალების თანასწორი განვითარება და მათთვის მეცნიერებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ქალები მეცნიერთა და მკვლევართა ჯერ კიდევ მხოლოდ 30%-ს წარმოადგენენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართლიანად ამაყობს თავისი სახელოვანი მეცნიერი ქალებით. ამ მხრივ, დიდი ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილის - რუსუდან ნიკოლაძის სახელიც იკმარებდა, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის ერთ-ერთი ფუძემდებელია. სასიხარულოა, როცა ვხედავთ, გამოცდილი მეცნიერი ქალების მხარდამხარ, როგორ ინტერესდებიან STEM საგნებით, მეცნიერებით, ტექნოლოგიებითა და ინჟინერიით ჩვენი სტუდენტი გოგონები. მათი ნიჭისა და უნარების გამოსავლენად უნივერსიტეტში ყოველგვარი პირობაა შექმნილი, ერთობლივი კვლევებისთვის მათ სამეცნიერო გზები ხსნილი აქვთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში. მაგრამ ამის მიღწევა არ მომხდარა ერთბაშად - მეცნიერებაში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრაზე, ქალთათვის მეცნიერების ხელმისაწვდომობისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და პირადად მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ჩვენი უნივერსიტეტის მიზანია, ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი სამეცნიერო ცოდნის განვითარებას, კვლევების შედეგებისა და თეორიების საგანმანათლებლო პროცესებში ინტეგრირებას, ახალგაზრდა ქალ მკვლევართა ნაშრომების ინტერნაციონალიზაციას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ცნობილ უცხოურ უნივერსიტეტებს, საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებს შორის აქტიურ სამეცნიერო კოლაბორაციას და ამ პროცესებში ქალ მკვლევართა მაქსიმალურ ჩართულობას. უფრო მეტი მეცნიერი ქალი ნიშნავს იმას, რომ უკეთ გავუმკლავდეთ ჩვენი საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორც მეცნიერებასა და განათლებაში, ასევე ჩვენი ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების საქმეში“, - აღნიშნა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერმა ქალებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა რექტორს გაუზიარეს სამეცნიერო სფეროში წარმატების თავიანთი ფორმულები, პირადი სამეცნიერო ისტორიები და სამომავლო გეგმები, ასევე, ისაუბრეს იმ გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ, რომელთა დაძლევა და გადალახვა როგორც მეცნიერებს მოუხდათ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მეცნიერ ქალებს სამახსოვრო წიგნები გადასცა და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით მრავალმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა