პაატა მანჯგალაძე - აქეთ ევროპაა, ჩვენი შანსი, შესაძლებლობა და იქით „ქოცების“ გაჯიუტება, რომ სააკაშვილი საპატიმროში მოკლან - თუ გვინდა ევროპა, ევროპულად მოქცევა უნდა ვისწავლოთ

სააკაშვილი ჩამოსვლამდეც, 9 წლის მანძილზე თავისუფლად გადაადგილდებოდა და საქართველოსთვის არანაირი ხიფათი არ შეუქმნია, რატომ არ შეიძლება სასჯელი გადაავადონ?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპელი ლიდერების მოწოდებები უნდა გაითვალისწინოს.

„იმ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ, რომ სააკაშვილი ნამდვილად მძიმედაა - 2-მეტრიანი ადამიანი, დაახლოებით, 68 კილოგრამია, მოწამლულია მძიმე მეტალებით, დარიშხანით, ბუნებრივია, მსოფლიო ლიდერებმა დაიწყეს სააკაშვილის გადარჩენაზე ფიქრი, მათ შორის, მეგობარმა პოლონეთის სახელმწიფომ, მეგობარმა უკრაინის ლიდერმა, ზელენსკიმ, სანდუმ.

ბევრი ევროპელი პარლამენტარი, პოლიტიკოსი საუბრობს, რომ თუ გინდათ ევროპა, ქცევაც ისწავლეთ ევროპული, პრეზიდენტის მოკვლა არ არის გზა, რომელიც ევროპამდე მიგიყვანთო. მიუხედავად „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებისა სააკაშვილის მიმართ, სააკაშვილის ფაქტორია ხელისშემშლელი ინტეგრაციის გზაზე. რატომ არ შეიძლება გადაავადონ სასჯელი, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს? სააკაშვილი ჩამოსვლამდეც, 9 წლის მანძილზე თავისუფლად გადაადგილდებოდა და საქართველოსთვის არანაირი ხიფათი არ შეუქმნია. აქეთ, ჩვენი ევროპაა, ჩვენი შანსი, შესაძლებლობაა და იქით არის „ქოცების“ გაჯიუტება, რომ სააკაშვილი საპატიმროში მოკლან. რა თქმა უნდა, პოლონეთის მაღალი რანგის წარმომადგენლის, პრემიერ-მინისტრის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის თხოვნები უნდა გავითვალისწინოთ - თუ გვინდა ევროპა, ევროპულად მოქცევა ვისწავლოთ. „ოცნება“ ამას ყურადღებას არ მიაქცევს, თქვენ ნახეთ, გუშინწინ, კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი უკრაინას კი არ გულშემატკივრობენ, რუსეთს გულშემატკივრობენ, რასაც რუსი პროპაგანდისტები ვერ ლაპარაკობენ, ის თქვა ადამიანმა, რომ რუსეთს, თურმე ფრონტზე წარმატება აქვს. რა წარმატებაზეა საუბარი, უკრაინას თითქმის 150 000 ადამიანი ჰყავს რუსეთის განადგურებული. უკრაინაში, სადაც უპირატესობა რუსებს ჰქონდათ, სამხედრო დახმარება, ტექნიკა, ავიაცია მივა და თვალშისაცემი გახდება უკრაინის უპირატესობა, მაგრამ ეს არ უხარია „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, თუ რუსეთი დამარცხდება, ისინიც დამარცხდებიან“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა