ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ -  ხალხი ყოველდღე ხედავს, რომ ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რეალურად კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა

ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყოველდღე ხედავს, რომ ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რეალურად კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელმაც მთავრობის მეთაურს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ვითარების შეფასება სთხოვა.

ღარიბაშვილის თქმით, მისთვის არაა საინტერესო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციები და არც მათი „უაზრო განცხადებები“.

„მათ აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, მათი ეს ყველა უსუსური მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ყოვლად გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა. რა თქმა უნდა, ჩემთვის არ არის საინტერესო არც მათი აქციები, არც მათი ეს უაზრო განცხადებები. ჩვენ მთავარი უნდა ვაკეთოთ - ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმე, ვემსახუროთ ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ხალხს, რაც ჩვენ ხალხს სჭირდება ის უნდა ვაკეთოთ მხოლოდ. ასე, რომ ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო ისინი რას გეგმავენ, ჩემთვის მთავარი არის, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საკითხია მოუგვარებელი, ეს ყველა საკითხი გადავჭრათ, მოვაგვაროთ და კიდევ უფრო ძლიერი და მაგარი ქვეყანა გვქონდეს, ვიდრე არის დღეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა