ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიოში არსებული გამოწვევის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა მოახერხა ყველაზე დიდი განსაცდელის, ომის თავიდან არიდება - მცდელობა, რომ კონფლიქტი ჩვენ ქვეყანაში გადმოსულიყო, სამწუხაროდ, არ ჩერდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე დიდი გამოწვევის, ომის თავიდან არიდება მოახერხა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მცდელობა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდეს, არ წყდება.

მისივე თქმით, ის უკრაინას მშვიდობას, ომის დასრულებასა და ტერიტორიების დაბრუნებას უსურვებს.

„ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგად, შარშან უპრეცედენტოდ მაღალი, 10,1% ეკონომიკური ზრდა გვქონდა; ეს მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში რეცესია, გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობაა. ამ გამოწვევის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის, ომის თავიდან არიდება. მცდელობა, რომ ეს კონფლიქტი რამენაირად გადმოსულიყო ჩვენ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ ჩერდება. უკრაინის ხელისუფლების განცხადებები ამ თემაზე ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ. მათი მიზანი „მეორე ფრონტის“ გახსნა იყო. ამ მიზანს ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოგზავნა და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რაც, სამწუხაროდ, ახლაც არ წყდება.

მე მინდა ყველას, მათ შორის ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ერთი რამ ვუსურვო - მშვიდობა, ამ ომის დროულად დასრულება და ტერიტორიების დაბრუნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა