ირაკლი ღარიბაშვილი - ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რომ ეს ომი გაჩერდეს, რაიმენაირად მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ - ეს შემაშფოთებელია

ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რომ ეს ომი გაჩერდეს, რაიმენაირად მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, ეს შემაშფოთებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, მთავრობა ქვეყნის ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

„ერთი რამ მინდა ვთქვა, თქვენ უყურებთ, რომ ომის დაწყების დღიდან დღემდე, უკვე უკრაინის ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული, ათიათასობით ადამიანია დაღუპული, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას, ზოგი ამბობს, რომ უკვე ეს ერთი ტრილიონი დოლარია, ზოგი ამბობს - 700-800 მილიარდია, ამას ვინ მოთვლის. რაც მთავარია, გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა - მოქალაქეები, ბავშვები დაიღუპნენ, ამ ზარალს და ამ დანაკლისს, ტკივილს, ვერაფერი აღადგენს. ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რომ ეს ომი გაჩერდეს, რაიმენაირად მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, ეს შემაშფოთებელია. ამის შედეგად, გარემო, რომელიც უკრაინაში, რეგიონში და მთლიანად მსოფლიოშია შექმნილი, კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, რაც ჩვენ ქვეყანას ჭირდება და ჩვენს ხალხს, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ და იმ საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა