პრემიერი - საქართველოდან თურქეთში სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთი ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება - მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ

საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოდან თურქეთში სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთი ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედია თურქ ხალხს და თურქეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მისამძიმრა.

„საშინელი ტრაგედია, რაც თურქეთში მოხდა. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ჩვენს მეგობარ მოძმე ერს, თურქ ხალხს და თურქეთის პრეზიდენტს, ბატონ ერდოღანს. ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ თურქ ხალხს. ჩემი გადაწყვეტილებით, უკვე დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც თურქეთში ორშაბათს, სამშაბათს გაიგზავნება. ამ მიზნით ჩვენ ერთი მილიონი ლარი გამოვყავით. მთავრობის გარდა კერძო სექტორიც არის მობილიზებული და ჩართული, ასევე პარლამენტი და სხვა უწყებები. ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ თურქ ხალხს. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო და გამძლეობა ვუსურვო მათ, დაშავებულებს კი, გამოჯანმრთელება.

ჩვენ პირველივე დღეებში გავგზავნეთ 100 მაშველი. ამ სამუშაოებში ჩართულნი არიან ჩვენი გმირი მაშველები. ქართველმა მაშველებმა ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა უკვე შეძლეს. ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა