ლევან ხაბეიშვილი - თუ პრეზიდენტს მოკლავენ, ჩვენ ევროკავშირში არავინ მიგვიღებს

დიახ, თუ პრეზიდენტს მოკლავენ, ჩვენ ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა შეკვეთილში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

აქციაზე, რომლის სლოგანია „თავისუფლება მიშას“, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მიმართა და ქვეყანაში არსებულ სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მივმართავ საზოგადოებას, ჩემო ძვირფასებო, გაჭირვება რომელიც გაწუხებთ, სამსახურებში რომ 300-500 ლარად მუშაობთ, დიახ, ეს პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლესთან, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. დიახ, თუ პრეზიდენტს მოკლავენ, ჩვენ ევროკავშირში არავინ მიგვიღებს. ევროკავშირი ნიშნავს პენსიონერის ნორმალურ სიბერეს, იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში 800 ევროა მინიმალური პენსია. სამუშაო ადგილებზე, სადაც თქვენ 500-600 ლარად მუშაობთ, ევროკავშირის ქვეყნებში გარბიხართ და თქვენი ოჯახის წვერები გარბიან, აქ იმუშავებთ, აქ იქნება ეკონომიკური დოვლათი და აქ გექნებათ 1000 ევრო. საუბარია, რომ მინიმალური ხელფასი ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოს 3000-4000 ლარი და არა ის გროშები, რაზეც გამუშავებენ კერძო სექტორშიც და საჯარო სამსახურებშიც. დიახ, ჩვენი პროტესტი უკავშირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ და ორი დღის წინ გვაცნობეს, თურმე ომს რუსეთი იგებს. ომს იგებს უკრაინა ადა ამას აუცილებლად გააკეთებს მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენ ქართველ მეომრებთან ერთად!“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა