ჯაბა სამუშიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალი მეცნიერები დააჯილდოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალი მეცნიერები დააჯილდოვეს.

„უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდნენ: თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია სორდია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქარაია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი მაია სვანაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თამარ კბილაძე, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორი მაკა ხოდელი და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური.

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე 2015 წლის დეკემბერში მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად აღინიშნება. ამ დღეს გაერო მსოფლიო სახელმწიფოებს, ყველა ორგანიზაციას და ადამიანს მოუწოდებს, მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. გაერო იმედოვნებს, რომ მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავება აღმოიფხვრება და იგი ქალებისათვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა