პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის უწყებათაშორის ჯგუფთან სამუშაო თათბირი გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის გაწეული სამუშაოების შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც უწყებათაშორისი ჯგუფის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან აღნიშნეს, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ღირსეულად გაართმევს თავს და მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. ახალი ინფრასტრუქტურა კი, სამომავლოდ ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლებს მოემსახურება.

სამუშაო თათბირს ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები-რომეო მიქაუტაძე და მარიამ ქვრივიშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკა ორჯონიკიძე, პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა