პრემიერ-მინისტრმა დაბა ბაკურიანში ახალი საბაგირო დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად საკურორტო კომპლექსში მდებარე ავსტრიული კომპანიის - „დოპელმაიერის“ ფირმის ახალი საბაგიროები დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა.

„გონდოლის ტიპის 1200-მეტრიან საბაგიროს ახალ საბაგირომდე მისასვლელად 6-7 წუთი სჭირდება. რაც შეეხება ახალ, დასაჯდომ საბაგიროს, რომელიც 1000-მეტრია, იგი ქარისა და წვიმისაგან დასაცავად დახურული ტიპისაა და დანიშნულების ადგილამდე მისვლას 5-6 წუთი სჭირდება.

საბაგიროები ევროპულმა კომპანიებმა ,,LV Service'' -მა და ,,snowpro''-მ ააშენეს.

ახალი საბაგირო გზა ბაკურიანში არსებულ ოთხ სათხილამურო ტრასას (მიტარბი, კოხტა, დიდველი და ტატრაპომა) დააკავშირებს.

აღნიშნული პროექტისთვის 5 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა