Bloomberg - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირთან კავშირების აღდგენის გეგმებზე მუშაობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირთან კავშირების აღდგენის გეგმებზე მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg დიდი ბრიტანეთის მინისტრებზე, დიპლომატებსა და მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა მაღალჩინოსნებს პირადად მიმართა თხოვნით, რომ ბრექსიტის გამო მრავალწლიანი დავის შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენის გეგმები შეიმუშაონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაწილობრივ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები გამო, დიდი ბრიტანეთის მაღალჩინოსნები იმ წინადადებაზე მუშაობენ, თუ როგორ შეუძლია ლონდონს რიგ პოლიტიკურ საკითხებში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირთან.

გამოცემის თანახმად, სამუშაო კონცენტრირებულია თავდაცვაზე, მიგრაციაზე და ე.წ. სახელმწიფო ეკონომიკურ მმართველობაზე, რომელიც ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა და საერთაშორისო სტანდარტები.

ბრიტანელ მაღალჩინოსნებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს დღეებში ბრექსიტის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიისთვის სავაჭრო შეთანხმებებთან დაკავშირებით ევროკავშირთან მრავალწლიანი დავის მოგვარების შესახებ განცხადებას შეძლებენ.

გამოცემის თანახმად, პრემიერ-მინისტრ სუნაკის გუნდს ცდილობს ეს მიღწევა ევროკავშირთან ურთიერთობების უფრო კომპლექსური გაუმჯობესების საფუძვლად გამოიყენოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა