თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებისთვის საერთო სამარხები მოაწყვეს

მიწისძვრის შედეგების გამო, თურქეთში საერთო სამარხები ეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს. გამოცემის თანახმად, მიწისძვრის შედეგად, რომელმაც თურქეთსა და სირიაში უკვე 24 600 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ნურდაღის სასაფლაოზე თავისუფალი ადგილები აღარ არის, რის გამოც, როგორც მინიმუმ ხუთმა იმამმა ქალაქში საერთო სასაფლაოების გახსნის შესახებ გამოაცხადეს.

„ხალხის ორმოცი პროცენტი, ვინც აქ ცხოვრობდა, შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს. ორშაბათიდან დამარხული ცხედრების თვლა შევწყვიტე. სასაფლაო გავაფართოვეთ. ნანგრევების ქვეშ ხალხი ჯერ კიდევ რჩება. გამოყვანის შემდეგ მათაც დავმარხავთ. მოქალაქეების დახმარებით ცხედრებს გვიან ღამითაც ვმარხავთ”, - თქვა ნურდაღიში მყოფმა იმამმა სადიქ გიუნეშმა.

Los Angeles Times-ის ინფორმაციით, საერთო სამარხები ქალაქ ქაჰრამანმარაშის მიდამოებშიც ეწყობა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა