თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქე იპოვეს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქალაქ გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ. გარდაცვალების შესახებ“, - აცხადებენ უწყებაში.
ამ დროის მონაცემებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს 5 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 25 ათასამდეა.