ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ტრენინგების ახალი სერია დაიწყო

შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სასწავლო კურსი „სოციალური მედიის მართვა“ ქვეყნის მასშტაბით 14 ქალაქსა და დაბაში იმართება.

ტრენინგი უკვე დასრულდა თბილისში და ეტაპობრივად მცხეთაში, გორში, კასპში, ქუთაისში, წყალტუბოში, ბაღდათში, ოზურგეთში, ბათუმში, ამბროლაურში, თელავში, ყვარელში, რუსთავსა და თეთრიწყაროში ჩატარდება.

„ტრენინგში განთავსებისა და კვების ობიექტის 210 თანამშრომელი მონაწილეობს.

კურსის მიზანია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელების საშუალებით ( Facebook, Instagram. ) ბიზნეს ობიექტების პოპულარიზაცია და გაყიდვების გაზრდა.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

1-სოციალური მედია პლატფორმების გაცნობა (თითოეულის განმასხვავებელი ნიშნები, ათვისების და გამოყენების შესაძლებლობები) Facebook, Instagram, Youtube,TikTok, Google,Tripadvisor, Linkedin Pinterest,Whatsapp,Creators (Influencers);

2-როგორ მოვირგოთ სოციალური მედია სწორად, ჩვენი ბიზნესიდან გამომდინარე, პროფილის სწორად აწყობა და ოპტიმიზაცია (Facebook & Google);

3-კონტენტის შექმნა, მომხმარებელთან კომუნიკაცია, კონტენტის ფორმების შერჩევა;

4- კონტენტის შექმნა /Canva-ს გამოყენება, პლატფორმების სპეციფიკაციები;

5- რეკლამის ტიპები Meta Business Manager/Ads Manager Facebook-სა და Instagram-ზე , როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა კრეატურები (ინფლუენსერები) ბიზნესისთვის;

6- შედეგების ანალიტიკა, კონკურენტების მონიტორინგი;

სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებს მთელი წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა