მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი თბილისის შემდეგ, ქალაქ რუსთავშიც ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი თბილისის შემდეგ, ქალაქ რუსთავშიც ამოქმედდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, 19 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობას უკვე შეუდგა.

„ოფიცრების შერჩევა საკონკურსო წესით მოხდა. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეკვირიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.

მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - შალვა ბედოიძემ, მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - გურამ ნაცვლიშვილმა მიულოცეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა ბედოიძემ მართლწესრიგის ოფიცრებს სიტყვით მიმართა და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა.

შალვა ბედოიძემ მართლწესრიგის ინსტიტუტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

მართლწესრიგის ოფიცერთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება და ინსტიტუტი ყველა მსხვილ ქალაქში ამოქმედდება.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში