გუშინ პირწმინდად გაათენა მთელმა მედპერსონალმა და თვითონ პაციენტმა. სახსრების გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა. ადამიანს, ფაქტობრივად კუნთები არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ალასანია განმარტავს, „კუნთები ილევა, რაც ტკივილს იწვევს“.
"გუშინ პირწმინდად გაათენა მთელმა მედპერსონალმა და თვითონ, პაციენტმა. სახსრების გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა. ადამიანს, ფაქტობრივად კუნთები არ აქვს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს. მოწამვლის გამო ვერ იღებს საკვებს“, - აღნიშნავს ალასანია.