„ლელომ“ თურქეთში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" თურქეთში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.

პარტიის თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დახმარება თურქეთის საელჩოსთან შეთანხმებით გაიგზავნა.

„დღეს ჩვენს მეგობრებთან, ხალხთან, ვინც ძალიან დიდი ტრაგედია განიცადა, ვაგზავნით დახმარების პირველ პარტიას თბილისიდან. ყველაფერი შეთანხმებულია საელჩოსთან და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამაში. „ლელოს“ ბათუმის ოფისიდან პირველი პარტია უკვე გაიგზავნა.

ჩვენს თურქ ხალხს ვუსურვებ გამძლეობას. საკმაოდ დიდი ტრაგედია მოხდა და მინდა გავახსენო ყველას, რომ თურქეთი ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს, როცა რაღაც გაჭირვება გვაქვს. მეგობრობას, თანადგომას და გვერდში დგომას არ აქვს საზღვრები და სწორედ ეს აქტია, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა