გრიგოლ გეგელია - მიხეილ სააკაშვილს  სასჯელი უნდა გადაუვადეს და მოხდეს მისი ტრანსფერი ადეკვატური მკურნალობის მიზნით  - ქვეყნისთვის დაუშვებელია მესამე პრეზიდენტი გარდაიცვალოს

ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადეკვატურ მდგომარეობაში არ არის, ამას არ სჭირდება ექიმობა ან განსაკუთრებული ექსპერტული ცოდნა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობა შესაბამის პირობებში უნდა მოხდეს, რომ მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დადგეს.

„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ძალიან ცხადი, თანმიმდევრული და პრინციპული. მიხეილ სააკაშვილს სასჯელი უნდა გადაუვადეს და მისი ტრანსფერი ადეკვატური მკურნალობის მიზნით უნდა მოხდეს. მართლმსაჯულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მართლმსაჯულება სამართლიანი უნდა იყოს და ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს. ამას არა მარტო ჩვენ ვამბობთ, არამედ ექიმები ამბობენ. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ექიმები უნდა იღებდნენ და არა პოლიტიკოსები.

ჩემი პირადი შთაბეჭდილება, როგორც მოქალაქის არის მძიმე და უსიამოვნო. ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადეკვატურ მდგომარეობაში არ არის, ამას არ სჭირდება ექიმობა ან განსაკუთრებული ექსპერტული ცოდნა და არც მიხეილ სააკაშვილის მოწონება, რომ დაინახო როგორ არის ის. ამ სიტუაციაში ქვეყნისთვის დაუშვებელია მესამე პრეზიდენტი გარდაიცვალოს. მინდა ყველას ესმოდეს, რომ ეს მარტო ერთ ადამიანს ან პარტიას არ ეხება, ეს საქართველოს ეხება. ვიდრე გვიანი იქნება მინდა მეტმა ადამიანმა გაიაზროს, რომ ეს ეხება მთელ სახელმწიფოს“, - განაცხადა გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა