სალომე ზურაბიშვილი - მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? - ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს  და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს

მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს????- ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეროვნულ გალერეასთან სანდრო სულაბერიძის სოლიდარობის აქციას ეხმაურება.

“ 20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს????

ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს !”,- წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ეროვნულ გალერეასთან, მხატვრის, სანდრო სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნახატის ნაცვლად, დატოვებული წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების გასაპროტესტებლად სახელოვნებო და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ. ადგილზე აქციის მონაწილეებმა ე.წ. პულივიზატორით წარწერის გაკეთება სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო