კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოს ხრისტოდულიდისმა გაიმარჯვა

კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ნიკოს ხრისტოდულიდისმა გაიმარჯვა.

ოფიციალური შედეგების თანახმად, 49 წლის ნიკოს ხრისტოდულიდისმა ხმების 51.9% მიიღო, მისმა მეტოქემ, ანდრეას მავროიანისმა კი - 48.1%.

„თვალებში გიყურებთ და გპირდებით - ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი ნდობის ღირსი ვიყო. მე ვიქნები ყველა კვიპროსელის პრეზიდენტი“, - მიმართა ნიკოს ხრისტოდულიდისმა მხარდამჭერებს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.

კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. მოქმედი პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი ხელისუფლებაში 2013 წლიდან არის. ის მეორე ვადით 2018 წელს აირჩიეს და კანონის თანახმად, კანდიდატურის წამოყენება აღარ შეეძლო.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო