ირაკლი ღარიბაშვილი - მიუხედავად მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება

ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საქართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი და ეს აისახება კიდეც ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხისთვის სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე - “საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

„მადლობა მინდა გადავუხადო მასპინძელი ქვეყნის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მის უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, დუბაის მმართველს, მის უდიდებულესობას შეიხ მოჰამმედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს და მასპინძელი მთავრობის პატივცემულ წევრებს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს ინოვაციების და წინსვლის კონტექსტში და ეს სამიტი არის კიდეც ქვეყნის ურყევი ერთგულების ნიშანი გლობალური თანამშრომლობის მიმართულებით.

წლევანდელი სამიტის თემაა მომავლის მთავრობათა ფორმირება და განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური წინსვლის ახალი ერის მოლოდინში.

დღევანდელი შეკრება თქვენს წინაშე გამოსვლის შესაძლებლობას მაძლევს იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ. ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საქართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი და ეს აისახება კიდეც ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხისთვის სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს.

ჩვენ ეფექტური და ქმედითი პოლიტიკა შევიმუშავეთ და ჩვენი ხედვა გულისხმობს ძლიერ მოქმედებას მიუხედავად იმ მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის გამო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკის და სერვისების სფეროში, ტურიზმის ჩათვლით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს. 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს 10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2023 – 2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5 % იქნება,“- განაცხადა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა