ნინო წილოსანი - მოველით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითგანადგურების გზაზე სვლას გააგრძელებს - აქციებზე 10-15 ადამიანზე მეტს ვერ აგროვებენ

მოველით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითგანადგურების გზაზე სვლას გააგრძელებს - საზოგადოების პოლიტიკური კულტურა აღარ მოითხოვს იმ უმსგავსო და ძალიან უგემოვნო აქტივობებს, რომელსაც ისინი ახორციელებენ, აქციებზე 10-15 ადამიანზე მეტს ვერ აგროვებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" თვითგანადგურების ბოლო ეტაპზეა გადასული.

"ჩვენ არაერთხელ გვინახავს პარლამენტის დატოვების და ბოიკოტის გამოცხადების მცდელობა. ახლა ვხედავთ, რომ ისინი არამარტო პარლამენტის შიგნით, გარეთაც მინიმალური დოზით არიან წარმოდგენილები. მათი ბოიკოტი საპარლამენტო ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს, მათი არსებობა დაკავშირებული იყო დესტრუქციულ ნაბიჯებთან. მოველით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თვითგანადგურების გზაზე სვლას გააგრძელებს. ფაქტობრივად "ნაციონალური მოძრაობის" "ლიდერშიფი" დარჩა 21-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ერთ შემთხვევაში აქციებით კონკრეტული შედეგი მიიღეს. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ საზოგადოება გაიზარდა, საზოგადოების პოლიტიკური კულტურა, მათ შორის, საკუთარი მომხრეებიც კი აღარ მოითხოვენ იმ უმსგავსო და ძალიან უგემოვნო აქტივობებს, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ვხედავთ, რომ ამ აქციებზე 10-15 ადამიანზე მეტს ვერ აგროვებენ",-აღნიშნავს წილოსანი.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ მარკ ფეიგინის გადაცემაში გაკეთებული განცხადებას, სადაც მან განმარტა, რომ "დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად". როგორც წილოსანმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" ჩრდილიდან გამოდის ისეთი ყველაზე ნეგატიური სახე, როგორიც ვანო მერაბიშვილია".

"ვანო მერაბიშვილის მართვის მოდელი ყველასთვის ცნობილია. მისი გამოჩენა და განცხადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებს. ეს გეგმები არ გულისხმობს იმ მოლოდინს, რაც საზოგადოებას პოლიტიკური პარტიებისგან აქვს. ეს პარტია განწირულია მარცხისთვის", - აღნიშნა წილოსანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა