გიორგი მუმლაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა მივაკითხოთ ყველგან - მათ უნდა იგრძნონ, რომ მოღალატეობრივი ხელისუფლება ძალიან მალე დასრულდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, პრორუსული „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს.

როგორც მან „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე განაცხადა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„ქართულ ოცნებას“ უნდა მივაკითხოთ ყველგან - საცხოვრებელი სახლი იქნება, სამუშაო ადგილი თუ სხვა, როგორც მდინარაძეს მივაკითხეთ და პასუხი ვაგებინეთ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო. მათ უნდა იგრძნონ, რომ მოღალატეობრივი ხელისუფლება ძალიან მალე დასრულდება.

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება მხარს უჭერდეს უკრაინას, რუსულ იდეოლოგიას იზიარებს. ეს არის სამარცხვინო და კატასტროფა, ამიტომ სწრაფად უნდა მოვიშოროთ ეს ხელისუფლება და ჩვენ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად გავხდეთ, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს წევრი სახელმწიფო“, - განაცხადა მუმლაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ აქციებს, ასევე, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს, მისი თქმით, მიმდინარეობს მზადება მასშტაბური აქციისთვის.

„ჩვენ ასე წერტილოვნად მივალთ ყველგან. ეს პროტესტი არის მზადება დიდი და მასშტაბური აქციისთვის, რომელმაც საბოლოოდ, ამ ქვეყანაში უნდა მოიტანოს გამარჯვება. ეს გამარჯვება იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რუსული რეჟიმის დამარცხება. რუსული რეჟიმი მხოლოდ ჩვენი აქტიური მოქმედებებით დამარცხდება. ამ რაოდენობის პოლიცია ნიშნავს ერთს, რუსული რეჟიმი შეშინებულია და კარგად აცნობიერებს თავის ბოროტ ქმედებებს. ჩვენი შვილების მომავლისთვის მათ აუცილებლად მოუწევთ საფასურის გადახდა. ეს საფასური იქნება ხელისუფლებიდან ჩამოშორება“, - განაცხადა მუმლაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა