რომეო მიქაუტაძე - განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის სქემა მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ადგილობრივი რესურსების ათვისება და ინვესტიციების მოზიდვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში სიმძლავრის აუქციონი გამოცხადდა.

როგორც მან აღნიშნა, აუქციონი წარიმართება კონკურენტულ, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობილ გარემოში, რაც უზრუნველყოფს სამართლიანი ფასის მიღებას როგორც ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესისთვის. მხარდაჭერის სქემა მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ადგილობრივი რესურსების ათვისება, ინვესტიციების მოზიდვა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უწყებამ სიმძლავრის აუქციონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად გამოაცხადა.

„აუქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა