ბაჩო დოლიძე - ვანო მერაბიშვილი ჩვენი პარტიისთვის პრობლემაა და დღესაც ასე მიმაჩნია - კულისებს უკან მართული პროცესები ყველაფერს აზიანებს

კიდევ ერთხელ დავინახე ისევ „აქეთ“ მხარეს გადასროლილი ქვა რამდენიმე კაცის მიმართულებით, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ვანო მერაბიშვილი ამ პარტიისთვის პრობლემაა. მე დღესაც ასე მიმაჩნია, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის „ფეიგინ LIVE“-თან ინტერვიუს.

დოლიძის თქმით, პირი, რომელიც პროცესებს მართავს, კულისებში არ უნდა იყოს, ვინაიდან ეს ყველაფერს აზიანებს.

„ვნახე ეს ინტერვიუ, საკმაოდ საინტერესო, ვრცელი ინტერვიუ იყო, რომელიც ბევრ საკითხს ეხებოდა, მათ შორის, მიმდინარე პროცესებს, რაც პარტიის შიგნით ხორციელდებოდა და ხორციელდება. არაფერი განსაკუთრებული ჩემთვის არ ყოფილა. პრინციპში, ეს ის არის, რაზეც ვსაუბრობდი. ყველა ადამიანი უნდა გამოვიდეს წინა ხაზზე თუ პროცესებში ჩართულია და არა თუ ჩართული, როცა პროცესებს მართავს. კულისებიდან ეს პროცესები არ უნდა მართოს. პირველ რიგში, ეს ჩვენი პარტიის შეურაცხყოფაა, რომელიც ყველანაირად პოზიციონირებს, რომ დასავლური ტიპის პარტია იყო, შესაბამისად, კულისებს უკან მართული პროცესები რა თქმა უნდა, ყველაფერს აზიანებს. ის აქტიურად გამოჩნდა. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესებს მართავს, ვფიქრობ, აქტიურად უნდა იყოს წინა ხაზზე, უნდა გამოჩნდეს, არ უნდა იმალებოდეს და ყველაფერს თავის სახელს უნდა ვარქმევდეთ. გახსოვთ, როგორ დაიწყო ეს პროცესები - ბიბლიოთეკაში ბრიფინგით, სადაც ვითომ, ახალგაზრდების ჯგუფები სხვადასხვა რეგიონიდან შეიკრიბა და განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ არჩევნები უნდა ჩანიშნულიყო. მაშინვე ვსაუბრობდით, რომ ეს პროცესები სამწუხაროდ, სულ სხვა მხრიდან იმართებოდა, რომ მათ უკან დგანან ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს არც ჩვენთვის იყო მოსაწონი. ყველა ადამიანს აქვს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება, შესაძლებლობა, შემდეგ უკვე ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს, უნდათ, თუ არ უნდათ, ეს ადამიანები იყვნენ წარმატებულები პოლიტიკაში. კონკრეტული ადამიანების მიმართ სახელების და გვარების მიმართ გართულებები არ მაქვს, მაგრამ ჩემი მოსაზრება მაქვს, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია.

ინტერვიუში მოწონებით იყო საუბარი ახალ მენეჯმენტზე, რომ ძალიან აქტიურები არიან და მასშტაბური აქციები იმართება ახლა და რომ წინა მენეჯმენტის დროს მსგავსი არაფერი ხდებოდა. წინა მენეჯმენტიდან 90% დღესაც ახალ მენეჯმენტშია. ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ დავინახე გადასროლილი ქვა ისევ აქეთ მხარეს, რამდენიმე კაცის მიმართულებით, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ვანო[მერაბიშვილი] ამ პარტიისთვის პრობლემაა, მე დღესაც ასე მიმაჩნია... ინტერვიუში დიალოგი იყო იმის თაობაზე, თუ რა პროცესები უნდა იყოს, როგორი ხელისუფლება გვყავს, როგორ უნდა ვებრძოლოთ, „ქართული ოცნების“ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით იყო საუბარი და ასევე, უკრაინასთან მიმართებაში თუ როგორ იქცევა „ოცნება. უბრალოდ, „ფეიგინ LIVE“-თვის ცოტა გაუგებარი იყო, ამხელა მასშტაბის პოლიტიკოსი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, სამწუხაროდ, რატომ ვერ ხდება უფრო მეტი კონსოლიდირება საზოგადოების, პარტიის მხრიდან“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ვანო მერაბიშვილი აქტიურად გამოჩნდება.

„დარწმუნებული ვარ, ამაში. მე ვფიქრობ, უკვე გამოჩნდა საკმაოდ აქტიურად, განსაკუთრებით, საგარეო ფრონტზე. „ფეიგინ LIVE“-თან გამოჩენა ასე მარტივად არ არის. მას ჰყავს ძალიან დიდი აუდიტორია, საგარეო თვალსაზრისით პოზიციონირებას იკავებს“, - აღნიშნავს დოლიძე.

მან ასევე ისაუბრა პარტიის ახალ მენეჯმენტზე და აღნიშნა, რომ ამ დრომდე, მათთან კომუნიკაცია არ შემდგარა.

„ვცდილობ, ნორმალური ურთიერთობა მქონდეს, არ მაქვს განცდა და არც იმის პრეტენზია, გინდა თუ არა, ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, ამას ვერ დავივიწყებ, მაგრამ მივიღე ის მოცემულობა, რომ 52%-მა მხარი ლევან ხაბეიშვილს დაუჭირა, პატივს ვცემ ამ 52%-ის აზრს, შესაბამისად, ადეკვატური გადაწყვეტილება მივიღეთ და კონკრეტული პოზიციები იმავე დღეს დავტოვეთ, რომელიც გვეკავა... მათ [ახალმა მენეჯმენტმა] დაარწმუნა ამომრჩეველი, რომ გაცილებით სწრაფად შეეძლოთ მიხეილ სააკაშვილის დახსნა. მეც მათ გვერდში ვიქნები, თუ დავინახავ, რომ ისეთი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომელიც მართლაც რეზულტატზე იქნება ორიენტირებული...დიდი იმედი მაქვს, ამ ლოკალურ აქციებს უკან, კონკრეტული გეგმა იმალება, ალბათ, რაღაც არის, რის საქმის კურსშიც ჯერჯერობით მე არ ვარ, რადგან სამწუხაროდ, ჯერჯერობით კომუნიკაცია ახალ მენეჯმენტსა და ჩვენ შორის, ვერ შედგა, თუმცა ჩვენ ხელს არ ვუშლით, პირიქით, სადაც გუნდს ჭირდება, იქ ვიქნებით, არავინ ვაპირებთ ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას და მიგვაჩნია, რომ არავისზე ნაკლები არ გვაქვს გაკეთებული ამ პარტიაში ურთულესი პერიოდის და ურთულესი წლების განმავლობაში“, - განაცხადა დოლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა