ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, ფაბლაბთან ერთად მოსწავლეებისთვის მოსამზადებელ კურსს იწყებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, 26 თებერვლიდან პროექტისთვის The Moon Camp Challenge 2023, ფაბლაბთან ერთად მოსწავლეებისთვის მოსამზადებელ კურსს იწყებს.

როგორც ილიაუნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კურსზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სრულად დაეუფლონ პროგრამა Fusion 360-სა და 3D მოდელირების ტექნიკას.

„მონაწილეებს შემდეგი სფეროების – სამოქალაქო ინჟინერია, არქიტექტურა, ასტრონომია, ეკოლოგია, ბიოლოგია და სხვ. – გამოყენებით მოუწევთ მთვარეზე სიმულაციურ დასახლებათა აწყობა. საგანმანათლებლო პროექტი The Moon Camp Challenge 2023 ორგანიზებულია Airbus Foundation-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ პროგრამულ კომპანია Autodesk-თან პარტნიორობით. კონკურსი ყოველ წელს იწვევს მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან 3D მოდელირების გამოყენებით მთვარეზე დასახლების სამომავლო პროექტების შესაქმნელად.

Moon Camp Challenge სირთულის მიხედვით განსხვავებულ სამ სხვადასხვა კატეგორიადაა დაყოფილი. კურსის მონაწილენი, 13-დან 19 წლამდე, მოემზადებიან Moon Camp Pioneers კატეგორიისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ

  • შექმნან დიზაინი და დაიწყონ თავიანთი იდეების ობიექტებად გადაქცევა;
  • შეიმუშაონ ნებისმიერი დანიშნულების რთული მოდელები;
  • გაიგონ, როგორ გვეხმარება Fusion 360 პროტოტიპის განვითარების პროცესში;
  • იმუშაონ საკუთარ პროექტებზე და საბოლოო სახით წარადგინონ კონკურსზე.

კურსს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება კონკურსისთვის საჭირო პროგრამული მოდულების ათვისებაში და მენტორობას გაუწევს საერთაშორისო კონკურსისთვის პროექტების მომზადების პროცესში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები მონაწილეებისთვის გამართავენ კონკურსთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკის ლექციებს.

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 19-წლამდე მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და მეტად განვითარების სურვილი. პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია გამართული კომპიუტერი, რომლითაც შეძლებთ 3D პროგრამაში მუშაობას. პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2023 წლის 24 თებერვლისა. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა – 6. კურსის სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/SxQMZ1Fi7hoyBUE87 მონაწილეობა უფასოა.

ტრენინგები გაიმართება 26 თებერვლიდან 15 აპრილამდე, ყოველ შაბათ-კვირას. საინფორმაციო შეხვედრა კურსის შესახებ გაიმართება 17 თებერვალს, 19:00 საათზე. საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/CSNwGiNDntetW6ht7 “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა