ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში და რეგიონში იარსებებს სტაბილურობა და კეთილდღეობა

საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში და რეგიონში იარსებებს სტაბილურობა და კეთილდღეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მსოფლიოს მთავრობათა სამიტში მონაწილეობისას განიხილეს საქართველოს პოლიტიკა არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.

„არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მონაწილეობა მივიღე მსოფლიოს მთავრობათა სამიტში და განვიხილე საქართველოს პოლიტიკა არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. თან წარმოვაჩინე ჩვენი მიღწევები და მთავარი პრიორიტეტები.

საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში და რეგიონში იარსებებს სტაბილურობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნავს პრემიერი.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს