პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ პროპაგანდას აწყობს, ახალი საფრთხობელა გამოიგონოს მერაბიშვილის სახით - ქვეყანა კანდიდატის სტატუსს კარგავს, სააკაშვილს კლავენ, მერაბიშვილი სად წავა, რას გააკეთებს, ეს მეორეხარისხოვანია

„ქართული ოცნების“ პროპაგანდას აწყობს, ახალი საფრთხობელა გამოიგონოს მერაბიშვილის სახით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა და სამოქალაქო აქტივობა შეზღუდული არ აქვს, რაც შეეხება მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, მანჯგალაძე ამბობს, რომ მერაბიშვილი ძალაუფლებაში არ უნდა იყოს, რადგან ამ საკითხზე საზოგადოებაში აზრთა სხვაობაა.

ვანო მერაბიშვილმა კონკრეტულ ბრალდებაზე სასჯელი მოიხადა და მას სამოქალაქო აქტივობა აკრძალული არ აქვს. ახლა მონაწილეობა მოვიღო „ქართული ოცნების" პროპაგანდაში, რომ მის წარმოდგენაში მიშა მოინელეს და ახალი საფრთხობელას შექმნაში მივეხმარო, ამას არ გავაკეთებ.

„ქართული ოცნების" პროპაგანდას აწყობს, ახალი საფრთხობელა გამოიგონოს. ჩემთვის მთავარია საკითხია ის, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს კარგავს და სააკაშვილს კლავენ, ვანო მერაბიშვილი სად წავა, რას გააკეთებს, ეს მეორეხარისხოვანია. მას სამოქალაქო აქტივობა აკრძალული არ აქვს და უფლება აქვს, რასაც საჭიროდ ჩათვლის, ის გააკეთოს.

„ქართულ ოცნებას" მთავარ სახედ გოგა ხაინდრავა ჰყავს გამოყვანილი და მერაბიშვილს ედავებიან, ორი გვამი მოითხოვაო. ხაინდრავამ პარლამენტის წინ ცხრა ადამიანი დაცხრილა და დღეს ის არის მთავარი პროპაგანდისტი „ქართული ოცნების". წარსულის შეხსენებაზე თუ არის საუბარი, ჯერ ხაინდრავათი დავიწყოთ და მერაბიშვილზე რომ მივალთ, შემდეგ ვისაუბროთ. მერაბიშვილის ჰიპოთეტურად ნათქვამ ორ გვამზეა აქცენტი და ხაინდრავა ხელისუფლების მთავარი იდეოლოგია - თუ ასეთი საქართველო გინდათ, მერაბიშვილს დახვდით და ჩაქოლეთ, რომელმაც ბრალი მოიხადა.

ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობა რას ნიშნავს? როგორც ვიცი, მას არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ აქვს. თუ მეკითხებით იმას, მერაბიშვილი უნდა იყოს თუ არა ისევ ძალაუფლებაში, ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს, რადგან ეს თემა საზოგადოებაში დაძაბულობას, განხეთქილებას იწვევს. თუმცა ქვა ესროლოს მან, ვინც ჯერ ხაინდრავას ესვრის,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „ფეიგინ LIVE“ -ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, „ივანიშვილი საქართველოში რუსეთს აშენებს“, როდესაც ნებისმიერი ოპოზიცია, ნებისმიერი ალტერნატივა მიუღებელია. მან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ხელმძღვანელობა რომ რამდენიმე თვეში შეძლებს საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში სიტუაციის შეცვლას.

მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და პატიმრობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული, ცინიკური ქმედება, რადგან ივანიშვილი თვლის, რომ სააკაშვილი არის მისი მტერი და რაც მთავარია, ივანიშვილმა იცის, რომ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი მტერი".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა