ევროკავშირის ელჩი - საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო იმის დასამტკიცებლად, რომ მზად არის მაგიდასთან დაჯდეს, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი - ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და არაფერია გარდაუვალი

საქართველოს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი დრო იმის დასამტკიცებლად, რომ პროგრესს მიაღწია და მზად არის მაგიდასთან დასაჯდომად, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსაზრება, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება, იქნება „ძალიან არაპოლიტიკური და დამსახურებაზე დაფუძნებული“.

„ჯერ კიდევ არის რამდენიმე თვე დარჩენილი, შესაბამისად, ჯერ კიდევ არის დრო და მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ იმუშაონ ერთად. ეს ცალსახად მოითხოვს ინკლუზიურობას ხელისუფლების მხრიდან და ასევე მოითხოვს კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან.

გადაწყვეტილება მიღებული იქნება 27 წევრი ქვეყნის მიერ წლის ბოლოს ერთსულოვნებაზე დაფუძნებით. ჩემი გზავნილი იქნება, რომ ჯერ კიდევ ბევრი დროა იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია და მზად არის მაგიდასთან დასაჯდომად, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი.

27 წევრი ქვეყანა, პოლიტიკურ დონეზე, უმაღლეს შესაძლო დონეზე, ევროკავშირის პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე შეხვდებიან და შეაფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ეს შეფასება, პირველ რიგში, გაკეთდება ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე, რომელსაც ის მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოაქვეყნებს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ რეფორმების გატარებით თუ რეფორმების გარეშე საქართველო კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს იქიდან გამომდინარე, რომ შეცვლილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ჩვენს ქვეყანას, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ელჩმა აღნიშნა: „ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ჩვენ არ გვჭირდება საქართველოს ევროკავშირში წევრობა, თუმცა საქართველოს წევრობა ევროკავშირში ბევრად მეტია, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობა- ასეთ შემთხვევაში საქართველო ხდება ევროპული ოჯახის წევრი, ასეთ შემთხვევაში საქართველო უზრუნველყოფს მშვიდობას,სტაბილურობასა და კეთილდღეობას თაობების განმავლობაში. ევროკავშირის გადმოსახედიდანაც ეს სასარგებლო იქნება, საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და იმ სიმდიდრისთვის, რომლის შეტანაც საქართველოს შეუძლია ევროკავშირის ოჯახში. აქედან გამომდინარე, ეს ორმხრივად მომგებიანი გამოსავალია ევროკავშირისთვისაც და საქართველოსთვისაც“, - აღნიშნა მან.

ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ „ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და არაფერია გარდაუვალი, გადაწყვეტილება კი მიღებული იქნება 27 წევრი ქვეყნის მიერ წლის ბოლოს ერთსულოვნებაზე დაფუძნებით“.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო