ოთარ ანგურიძე - რომ არ ყოფილიყო რაღაც ხელჩასაჭიდი პრემიერის მხრიდან, არ იქნებოდა საუბარი ფასების რეგულირების საკითხზე

რომ არ ყოფილიყო რაღაც ხელჩასაჭიდი პრემიერის მხრიდან, არ იქნებოდა საუბარი ფასების რეგულირების საკითხზე - სავარაუდოა, რომ პრემიერის ამ ინიციატივას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება,- ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, რითაც პრემიერის ინიციატივა შეაფასა სურსათსა და ნავთობზე ფასების რეგულირების თაობაზე.

როგორც ეკონომისტი განმარტავს, დროის გარკვეულ მონაკვეთში ფასების შემცირების ტენდენციას უნდა ველოდოთ.

„ბოლო 2 წელია, რაც საქართველოს მუდმივად აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მაღალი ფასების ტენდენციაა შენარჩუნებული, რა თქმა უნდა, იმის საფუძველს ჰქმნის, რომ ხომ არ ხდება რაიმე მიმართულებით არასწორი ჩარევა, მომხმარებელთა არასწორი დაზიანება.

ჩვენ გასულ წელს პრემიერის 2 ასეთი რეაგირება ვნახეთ. ერთი ეს იყო ფარმაცევტულ ბაზარზე, მეორე კი ნავთობკომპანიებზე. ორივე შემთხვევაში ამან შედეგი გამოიღო.

პრემიერმა ამჯერად დააბარა სპეციალურ სამსახურს, რომ დაიწყონ სასურსათო პროდუქციის ფასების მონიტორინგი. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სავარაუდოდ, რომ არ ყოფილიყო რაღაც ხელჩასაჭიდი პრემიერის მხრიდან, არ იქნებოდა ამაზე საუბარი. მოგეხსენებათ, ნებისმიერი კომპანიაა გადასახადის გადამხდელი და შემოსავლების სამსახური მათ საბალანსო, მოგება-ზარალის უწყისებს და შემოსავალ-გასავლის ცხრილებს უყურებს.

კარგად ხედავენ, პროდუქტზე რა სახის მოგების მარჟაა დაწესებული, როგორ განკარგავენ კაპიტალს. სავარაუდოა, რომ პრემიერის ამ ინიციატივას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. უნდა ვივარაუდოთ, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება კომუნიკაცია ამ სექტორსა და სახელმწიფო უწყებებს შორის, დროის გარკვეულ მონაკვეთში ფასების შემცირების ტენდენცია იქნება. ჩვენთან, საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენცია გვაქვს“,- აღნიშნავს ოთარ ანგურიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა