ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ მოვახერხეთ, რომ უკრაინისთვის გავმიჯნეთ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება

საქართველოს რომ უკრაინის მიმართ პირველივე დღიდან მხარდაჭერა გამოეხატა, ხომ არაფერს დავკარგავდით?! მეორე ფრონტის გახსნის რესურსი თუ ვინმეს არ აქვს პლანეტაზე, ეს არის რუსეთი და რა პრობლემებს შეგვიქმნიდა?! - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეცადა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაფუჭებულიყო, თუმცა ამ შედეგს ვერ მიაღწია.

„ისინი (ხელისუფლება, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე და სტაბილურობაზე საუბრობენ, ამ შემთხვევაში საუბრობენ საკუთარ უსაფრთხოებაზე და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყნის ინტერესები დღეს არის ისტორიის სწორ მხარეს დგომა და იმ პროცესებში მონაწილეობა, რომელიც არის ბოროტების წინააღმდეგ მიმართული. არ არის აუცილებელი მაინც და მაინც მილიტარისტული მიზნებით იყოს გარემოცული, შესაძლებელია პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენება ან ჰუმანიტარულ პროცესში მონაწილეობა, ან მხარდაჭერა, ემოციურ დონეზე მხარდაჭერა. ერთია, როცა სხვა ქვეყანა უჭერს უკრაინას მხარს, მაგრამ მეორეა, საქართველოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა. ქართველების მხრიდან გამოხატული სიყვარული და მხარდაჭერა გაცილებით უფრო ეძვირფასება ამ ადამიანებს. სამწუხაროდ, უკრაინულ მედიაში საქართველოს ხელისუფლება ძალიან ნეგატიურად არის წარმოჩენილი. მათ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ უგრძვნიათ არანაირი მორალური მხარდაჭერა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ გავმიჯნეთ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება და იქ უკვე შეგუებულები არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება მათდამი არაკეთილმოსურნედ არის განწყობილი და მე ვფიქრობ, რომ ეს საბოლოო ჯამში, აღარ იმოქმედებს ჩვენს და უკრაინელების ურთიერთობებზე, რადგან როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება ეს ურთიერთობები აბსოლუტურად ნორმალიზდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ეცადა, ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაფუჭებულიყო, მათ ამ შედეგს ვერ მიაღწიეს. ჩვენ ვხედავთ ის ადამიანები როგორ ამთავრებენ, ვინც ხელისუფლებას ეპოტინებიან და საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძალიან დიდ პერსპექტივას პრობლემებს უქმნიან. ჩვენ უფრო ძვირი დაგვიჯდება ამ ურთიერთობების აღდგენა, ვიდრე ეს დაგვიჯდებოდა, რომ ხელისუფლება ყოფილიყო თანმიმდევრული და უბრალოდ კონსტიტუციაში ჩანაწერს მიჰყოლოდა. საქართველოს რომ უკრაინის მიმართ პირველივე დღიდან მხარდაჭერა გამოეხატა, ხომ არაფერს დავკარგავდით?! მეორე ფრონტის გახსნის რესურსი თუ ვინმეს არ აქვს პლანეტაზე, ეს არის რუსეთი და რა პრობლემებს შეგვიქმნიდა?! ზუსტად იგივეს მიიღებდი, ხალხი მაინც გამოიქცეოდა იმ ქვეყნიდან და შემოვიდოდა საქართველოში, ის ფულადი რესურსი, რაც შემოედინა, მაინც დაიხარჯებოდა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, არავითარი საფრთხე არ დაგვემუქრებოდა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად