გიორგი ვაშაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, 24 თებერვალს ყველა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ სად დგას ქართველი ხალხი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 24 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი უკრაინის სოლიდარობის აქციის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სურვილი აქვთ, რომ აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ.

„როგორც უკვე იცით, გამოვედით ინიციატივით, რომ საქართველოში გაიმართოს უკრაინის სოლიდარობის აქცია. დღეს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ერთი წელია იმყოფებიან საქართველოში და რომლებიც ყოველდღიურად გრძნობენ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დახმარებას, უნდათ, რომ 24 თებერვალს სიტყვით მოგვმართონ.

ისინი არიან ამ შეკრების თანაინიციატორები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ და რაც მთავარია, 24 თებერვალს ყველა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ სად დგას ქართველი ხალხი. ასევე, მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ რა არის საქართველო, სად არის საქართველო და როგორ უჭერს გულმხურვალედ მხარს უკრაინას, როგორი სოლიდარულია უკრაინელი ხალხის და უკრაინის ამ ბრძოლის თავისუფლებისთვის და იმ ტირანის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში იმყოფება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა