სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კახეთში ახალი სამმართველო გახსნა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, ქ.თელავში კახეთის რეგიონალური სამმართველო გაიხსნა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, ახალი ოფისი მოადგილეებთან და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

„ქალაქ თელავში (ერეკლე II-ის გამზირი, №16) ახლად გახსნილი ოფისი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვის და ამოცნობის ოთახებით, ტელეხიდის სისტემებით, ბავშვის გარემოზე მორგებული არასრუწლოვნის ოთახით.

თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი რეგიონალური სამმართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელებს საშუალებას მისცემს კახეთის რეგიონში მომხდარ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით, მოახდინონ დროული რეაგირება და საქმეზე ჩაატარონ ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კახეთის რეგიონალური სამმართველო, ღია კონკურსის გზით შერჩეული პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებას ახლად გახსნილ ოფისში შეუდგნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არასათანადო მოპყრობის და მისი ქვემდებარე დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმის ფარგლებში, ახალი ოფისების გახსნას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გეგმავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა