ლევან ხაბეიშვილი - გელათიდან ჯალათებიც, წულუკიანებიც, მაჯლაჯუნებიც და ეშმაკებიც უნდა განვდევნოთ - წულუკიანის სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - „ჯალა-თია“

გელათიდან ჯალათებიც, წულუკიანებიც, მაჯლაჯუნებიც და ეშმაკებიც უნდა განვდევნოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილი კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტები ჩამოიყვანონ და გელათი გადაარჩინონ.

„გელათი საქართველოს გაერთიანების და ყველაზე დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ეპოქის მთავარი სიმბოლოა. გელათი არის საქართველოს ქრისტიანული კულტურის, ანუ საქართველოს ევროპელობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. გელათი, სვეტიცხოველთან ერთად მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და სწორედ გელათი და სვეტიცხოველია მსოფლიო ისტორიულ რუკაზე საქართველო. ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მრავალი ასეული ქართული ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალათია. ის, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით მოწყურებულ ომში რუსეთი, ანუ ბოროტება გაიმარჯვებს და პარალელურად საქართველოში ანგრევ გელათს, საბჭოთა ჯალათია. სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა, ძალიან ცოტა დრო გრჩებათ ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - „ჯალა-თია“. შესაბამისად, დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ჯალათისთვის შეთავაზების გაკეთება კიდევ ერთხელ გვიწევს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ჩვენი შეთავაზება. ჩვენ მზად ვართ, გელათთან დაკავშირებით, მსოფლიო საუკეთესო სპეციალისტები, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ საქართველოში, უზრუნველვყოთ ეს მათ შორის, ფინანსურად და გადავარჩინოთ გელათის ის ნაწილი, რაც ამ დრომდე ვერ გაანადგურა ქალბატონმა „ჯალა-თიამ“. მოვუწოდებ მათ შორის, კულტურის სამინისტროს გმირ თანამშრომლებს, ვინც კრიტიკულ დასკვნებს წერენ, არ შეგეშინდეთ, თქვენ გვერდით ვარ ყველანაირად. იცით ჩვენი კონტაქტი, ჩვენი მისამართი, თითოეული თქვენგანის გვერდით დავდგები, რომლებიც ხელს ქურდობას, კრიმინალს, ჯალათობას არ აწერთ და პირდაპირ და ღიად საუბრობთ გელათში განვითარებულ მოვლენებზე. შესაბამისად, გელათიდან უნდა გავდევნოთ ჯალათებიც, წულუკიანებიც, მაჯლაჯუნებიც და ეშმაკებიც. ჩვენ მზად ვართ, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების ჩამოყვანა უზრუნველვყოთ იმისთვის, რომ გელათი გადავარჩინოთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა