შალვა ხაჭაპურიძე - ვიბრძოლებთ, რომ მოსამართლეები კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ დღეს ადვოკატებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდებათ, მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველები სააპელაციო სასამართლოშიც შუამდგომლობას დააყენებენ, რომ მოსამართლეებმა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ.

„დღეს მოსამართლის გადაწყვეტილებას ველოდებით. თუ დღეს ჩაგვბარდა, დავწერთ სააპელაციო საჩივარს. რაც შეეხება CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს, ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ამ ადამიანს გულისყრის ეპიზოდები ჰქონდა. მოწინააღმდეგე მხარე აცხადებდა, რომ თურმე შაჰინ ემანუელ ლახანს ის ნიმუშები, რომელიც აღებული ჰქონდა, არ დაულუქავს და ა.შ. თვალნათლივ გამოაშკარავდა, რომ რასაც ისინი ამბობდნენ, აბსოლუტური სიცრუე იყო. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ადამიანი ცუდად იყო, ხოლო მოსამართლემ არ ისურვა, რომ მასთან პალატაში მისულიყო, თუმცა სააპელაციო სასამართლოში იგივე საკითხს დავაყენებთ და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მოსამართლეები კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდნენ“, - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს 6 ოქტომბერს გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, რომელიც არც მიხეილ სააკაშვილს ახსოვდა და არც ავადმყოფობის ისტორიაშიც დაფიქსირებული არ იყო.

მიხეილ სააკაშვილს 6 ოქტომბერს გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, რომელიც არც მიხეილ სააკაშვილს ახსოვდა და არც ავადმყოფობის ისტორიაში არის დაფიქსირებული. ეს პენიტენციური სამსახურის მიერ გადმოცემულ კადრებში აღმოვაჩინეთ. ვფიქრობ, მსგავსი ეპიზოდები ბევრი შეიძლება იყოს, რომელიც არც ისტორიაშია დაფიქსირებული და არც თვითონ პაციენტს ახსოვს. ამ მასალებს კარგად შევისწავლით და სააპელაციო სასამართლოში წარვადგენთ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა