კორნელი კაკაჩია - საგარეო პოლიტიკაში ერთდროულად ორ სკამზე ჯდომა დიდხანს ვერ გაგრძელდება

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორს, პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩია ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას მმართველი გუნდის ლიდერებისგან უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, დროსა და ვითარებას აშკარად აცდენილი განცხადებები მოვისმინეთ, ქვეყანას ნატოსთან ურთიერთობების თვალსაზრისით აქვს წინსვლა.

მხედველობაში მაქვს 2 თებერვალს ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის გამართული სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, ასევე ოსტინ-ბურჭულაძის გამართული შეხვედრა ვაშინგტონში, რომლითაც საქართველომ გააღრმავა კავშირები აშშ-თან და საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

მოდით საუბარი ნატო-აშშ-ს მიმართულებით წინსვლის თემით დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ იმაზე, თუ რამდენად ჯდება ქვეყნის შიგნით გაკეთებული განცხადებები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში.

თქვენ როგორ შეაფასებდით ნატო-აშშ-ს მიმართულებით აშკარად წინგადადგმულ ნაბიჯებს?

- მისასალმებელია ის განცხადება, რომელიც აშშ-ს თავდაცვის მდივანმა გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს აშშ-ს მიმართულებით ჯერჯერობით რეპუტაციული ზიანი არ აქვს.

ან მინიმუმ, ეს არის დამსახურება საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ბოლო ათწლეულების განმავლობაში. საქართველოს იმდენად დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული ამ სფეროში, მხედველობაში მაქვს ერაყში, ავღანეთში, ჯერჯერობით, მას არ შეხებია რეპუტაციული ზიანი, რომელიც ასე აშკარად ჩანს, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით.

ოსტინის განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს აშშ-ს მიმართულებით ჯერჯერობით რეპუტაციული ზიანი არ აქვს... ხელისუფლება ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად მაინც ახერხებს პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას...

ეს მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასაგები მიზეზების გამო ხელისუფლება არ ახმოვანებს ნატოსთან დაკავშირებით თავის გეგმებს, არ საუბრობს ნატოში გაწევრიანებაზე, ხელისუფლება ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად მაინც ახერხებს პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას.

- როდესაც აშშ-ნატოს მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გავეცანი ინფორმაციებს, უცებ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები გამახსენდა, მაგრამ იქვე ვიფიქრე, რომ ძნელი წარმოსადგენია მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს არ სცოდნოდა აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ნაბიჯებზე რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ.

რას შეიძლება ნიშნავდეს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა სიჯიუტე თუ ახლომხედველობა?

- ის ზიგზაგები და არალოგიკური სვლები, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკაში შეინიშნება, განპირობებულია შიდაპოლიტიკური კონტექსტით. კონკრეტულად კი იმით, რომ ჩვენს მმართველი ხელისუფლებას პოლიტიკის წარმოების თავისებურებები ახასიათებს.

ხშირად, საგარეო-პოლიტიკური კონტექსტი, ანტიდასავლური განცხადებები განპირობებულია შიდა პარტიული ვიწრო ინტერესებით და არა ვთქვათ, ქვეყნის ინტერესებით. ხელისუფლება ცდილობს საგარეო პოლიტიკაში ბალანსირების საგარეო განახორციელოს, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი პირობებში ამგვარ პოლიტიკას ახლავს რისკები.

ხელისუფლება ცდილობს საგარეო პოლიტიკაში ბალანსირების საგარეო განახორციელოს, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი პირობებში ამგვარ პოლიტიკას ახლავს რისკები

ბალანსირების პოლიტიკის წინააღმდეგი არავინ იქნებოდა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ის საგარეო პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ფრთხილსა და პრაგმატულს ეძახის, ტოვებს შთაბეჭდილებას დასავლეთში და ასევე მოსკოვში, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა ბალანსირების პოლიტიკიდან გადავიდა მიტმასნების პოლიტიკაზე.

მეტიც, მოსკოვთან მიმართებაში მაამებლურ პოლიტიკაზე. რაც სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით ევროკავშირთან მიმართებაში.

პრობლემა იმაშია, რომ ის საგარეო პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ფრთხილსა და პრაგმატულს ეძახის, ტოვებს შთაბეჭდილებას დასავლეთში და ასევე მოსკოვში, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა ბალანსირების პოლიტიკიდან გადავიდა მიტმასნების პოლიტიკაზე

- რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოსკოვმა განაცხადა, რომ ამგვარი წინადადებით მოსკოვს თბილისმა მიმართა. რამდენიმე დღეა გვქონდა მოლოდინი, რომ ოფიციალური თბილისი ამას უარყოფდა, მაგრამ, ასეთი განცხადება ჯერ არ მოგვისმენია.

არ მოგვისმენია იმის ფონზე, როცა დასავლეთის ქვეყნებს რუსეთისთვის ცა ჩაკეტილი აქვთ და ვაშინგტონმაც შეგვახსენა, რომ „ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების დრო არაა“.

რამდენად დიდია რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობა? თუ ასე მოხდა, სავარაუდოდ, ეს რა გზავნილი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის?

- ამ ნაწილში საქართველოს საგარეო პოლიტიკას მართლაც აქვს სერიოზული პრობლემები. ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს რა ტიპის საგარეო პოლიტიკა უნდა რომ ჰქონდეს.

ღირებულებებზე დაყრდნობილი, რაც ნაწილი იქნება ევროპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, რასაც ჩვენგან მოითხოვენ მას შემდეგ, რაც ქვეყანას ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. თუ ე.წ. ტრანსაქციური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მეზობელი თურქეთი ატარებს. განსხვავება იმაშია, რომ თურქეთი დიდი სახელმწიფოა და მას აქვს ამგვარი პოლიტიკის გატარების ფუფუნება, ჩვენ კი არა.

საქართველოს უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო თანამეგობრობაზე, მათ შორის, მის მიერ წარმოებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ არაღიარების პოლიტიკაზე.

ერთი მხრივ საქართველოს მიმართ მოსკოვის განცხადებაზე, მეორე მხრივ თბილისში დასავლეთისა და რუსეთის მიმართ განცხადებები არ ტოვებს განცდას, რომ ჩვენ თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა გვაქვს. საგარეო პოლიტიკაში ერთდროულად ორ სკამზე ჯდომა დიდხანს ვერ გაგრძელდება.

ერთი მხრივ საქართველოს მიმართ მოსკოვის განცხადებაზე, მეორე მხრივ თბილისში დასავლეთისა და რუსეთის მიმართ განცხადებები არ ტოვებს განცდას, რომ ჩვენ თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა გვაქვს. საგარეო პოლიტიკაში ერთდროულად ორ სკამზე ჯდომა დიდხანს ვერ გაგრძელდება

რამდენიმე წლის წინ ასეთ პოლიტიკას ატარებდა ჩვენი მეზობელი სომხეთი. სანამდე მიიყვანა სომხეთი ამგვარმა პოლიტიკამ, ვნახეთ. მაშინ, ივანიშვილი აცხადებდა, სომხეთი კარგ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. მაგრამ, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო და ეს ომი მალე წელი იქნება რაც მიმდინარეობს კონსოლიდირებული დასავლეთის მონაწილეობით, ახლა საგარეო პოლიტიკაში ორ სკამზე ჯდომის დრო ამოწურულია.

ამ კუთხით საყურადღებო ისაა, თუ საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინა და სერბეთს, რომლებიც ასევე არიან ევროკავშირის პერსპექტივის მქონე ქვეყნები, მოსთხოვა რომ მათი საგარეო პოლიტიკა იყოს თანხვედრაში და ნაწილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის.

ევროკავშირმა ბოსნიას-ჰერცეგოვინა და სერბეთს, რომლებიც ასევე არიან ევროკავშირის პერსპექტივის მქონე ქვეყნები, მოსთხოვა რომ მათი საგარეო პოლიტიკა იყოს თანხვედრაში და ნაწილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის

ეს გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირმა ამ ქვეყნებს შესაძლოა რუსეთთან მიმართებაში მოსთხოვეს არა მარტო ფრენების აკრძალვა, არამედ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება. ეს ის საკითხებია, რომლებშიც საქართველო ევროკავშირთან მიმართებაში შეუსაბამო პოლიტიკას ატარებს.

ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ჰბაძავს ავტორიტარული ტიპის ევროპელ ხელისუფლებებს, მაგალითად უნგრეთის ლიდერ ორბანს. ან მათ ვინც გამოირჩევიან ანტიევროპული განწყობებით.

- რუსეთთან ფრენების აღდგენაზე წავა საქართველო?

- ეს არის ის საკითხი, რაზეც პასუხი უნდა გასცეს მმართველმა ძალამ. თუ რუსეთთან საქართველო ფრენების აღდგენაზე წავა ვითარებაში, როცა კრემლი აცხადებს, რომ საქართველოში სამი სახელმწიფო არსებობს - საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მოსკოვში იმედოვნებენ რომ საქართველოსთან დიპურთიერთობებს აღადგენენ, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

ეს არის ის, რასაც ხელისუფლება კეთილგონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას უწოდებს? თუ ეს არის და ამას ქვეყანა ეგუება, ეს ხელისუფლებამ უნდა თქვას. არის მეორე ვარიანტი - შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მოსკოვიდან მიღებული სიგნალები, რომ კრემლი რაღაც დათმობებზე წავა.

ეს არის ის, რასაც ხელისუფლება კეთილგონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას უწოდებს? თუ ეს არის და ამას ქვეყანა ეგუება, ეს ხელისუფლებამ უნდა თქვას. არის მეორე ვარიანტი - შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მოსკოვიდან მიღებული სიგნალები, რომ კრემლი რაღაც დათმობებზე წავა

- აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ვიცით, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ, შექმნან დაბნეულობა და დაყოფა - ეს კლასიკური კგბ/ეფ-ეს-ბეს სტრატეგიაა.“

ვიცით, რომ დეგნანის განცხადებები ბევრს აღიზიანებს, მაგრამ ფაქტია, რომ რასაც ის ამბობს ფაქტია და ვერც შეედავები...

- დიახ, ასეა. ეს ჯგუფები მართლაც არსებობენ. ეს ჯგუფები დაახლოებული არიან მმართველ გუნდთან, როგორც ჩანს, ისინი წახალისებული არიან ივანიშვილის მიერ. ვგულისხმობ „ქართული ოცნებას“ გამოყოფილ „ხალხის ძალას“.

ფაქტია, რომ „ხალხის ძალის“ ანტიდასავლური აქტიურობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. მმართველ ძალას დიდი ხანია დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია. მათი მიზანია ნებისმიერ ფასად ხელისუფლების შენარჩუნება, თუნდაც, ეს მოხდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილების ფასად.

„ხალხის ძალის“ ანტიდასავლური აქტიურობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. მმართველ ძალას დიდი ხანია დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია. მათი მიზანია ნებისმიერ ფასად ხელისუფლების შენარჩუნება, თუნდაც, ეს მოხდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილების ფასად

- ბევრი ამტკიცებს, რომ პრორუსულ ჯგუფებს მწვანე აქვთ ანთებული ხელისუფლებისგან. ვხედავთ, რომ „ხალხის ძალის“ ანტიდასავლური რიტორიკა სულ უფრო მკაფიო და ხისტი ხდება.

სულ ცოტა ხნის წინ „ხალხის ძალა“ გამოეხმაურა ხელისუფლებასთან დაახლოებულად აღქმულ ფილოსოფოსს ზაზა შათირიშვილს, რომელმაც საჯარო სივრცეში ღიად გამოაცხადა მსჯელობის დაწყება თემაზე - სჭირდება თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობა.

ამას კვირის ბოლოს დაემატა მმართველი გუნდის წევრებიდან იმის მტკიცებაც, რომ საქართველო „პატარა ქვეყანაა და პატარა ერი ვართ“. სხვათა შორის, დავოსში გამოსვლისას ფინეთის პრემიერმა სანა მაროსმა განაცხადა - „ფინეთი პატარა ქვეყანაა და ამიტომ გვინდა ნატოს წევრობა“.

ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რომ მმართველი გუნდის ლიდერშიფის ანტიდასავლური განცხადებები აშკარად სცდება მხოლოდ შიდა პოლიტიკურ მოხმარებისთვის გააქტიურებულ მსჯელობებს...

- პრობლემაც სწორედ იმაშია, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც ვერასდროს ვერ იქნება თვითკმარი როგორც უსაფრთხოების კუთხით და ვერც ეკონომიკური პარამეტრებით. ამიტომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გახდეს დიდი ინტეგრაციული პროექტის ნაწილი.

90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს უარი აქვს ნათქვამი დსთ-ზე, შემდეგ დსთ-ში ძალით კი შეგვიყვანეს, მაგრამ ამ ისტორიას წერტილი 2008 წლის ომმა დაუსვა. საქართველო დიდი ხანია ცდილობს დასავლეთთან მოახდინოს ინტეგრაციას.

პატარა სახელმწიფოების თავისებურება სწორედ ისაა, რომ როცა ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ისინი ცდილობენ, უსაფრთხოების იმგვარ სისტემებში მონაწილეობას, რომელიც უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას

დღეს რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან აფილირებული პოლიტიკური ძალების ცდილობენ, არის მცდელობა ეჭვქვეშ დააყენონ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ისინი საუბრობენ ეფემერულ აბსოლუტურ დამოუკიდებლობაზე. აბსოლუტურად დამოუკიდებელი დღეს არც აშშ, რადგან ისინი სხვების მსგავსად ჩართულია გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში.

პატარა სახელმწიფოების თავისებურება სწორედ ისაა, რომ როცა ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ისინი ცდილობენ, უსაფრთხოების იმგვარ სისტემებში მონაწილეობას, რომელიც უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას.

- ღირს თუ არა ევროკავშირში შესვლაზე დაწყებული მსჯელობა ხომ არ შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ სახელისუფლებო გუნდი არ აპირებს 12 ევროპული რეკომენდაციების შესრულებას რომ ქვეყანამ წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?

- არაა გამორიცხული. მაგრამ, მე ამას სხვანაირად შევხედავდი - შესაძლოა, ეს იყოს ევროკავშირზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა, რომ მათ თვალი დახუჭონ მომავალ არჩევნებზე იმ პერიპეტიებზე, რომელსაც შესაძლოა 2024 წლის არჩევნებზე ექნება ადგილი.

მიუხედავად ავტორიტარული ტენდენციებისა, რომელიც დღეს საქართველოშია, ხელისუფლება ცდილობს შეაგუეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმას, რომ მათ მომავალ არჩევნებზე მხარი არ დაეჭირონ საქართველოში სამოქალაქო სექტორს, ან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა მარგინალიზაციასაც ჯერჯერობით საკმაოდ წარმატებით ახერხებს.

ხელისუფლება ცდილობს შეაგუეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმას, რომ მათ მომავალ არჩევნებზე მხარი არ დაეჭირონ საქართველოში სამოქალაქო სექტორს, ან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა მარგინალიზაციასაც ჯერჯერობით საკმაოდ წარმატებით ახერხებს

- ცნობილმა ამერიკელმა დიპლომატმა, ჩვენთვის კარგად ნაცნობმა დანიელ ფრიდმა გასულ კვირას საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა - „არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს, თქვენი მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ლიდერები შეძლებენ სიმართლე თქვან“.

როგორც ჩანს, ასე გამოეხმაურა დანიელ ფრიდი ჩვენი ხელისუფლების მტკიცებას, რომ „გლობალურ მოთამაშეებს სურთ საქართველოს ომში ჩათრევა“.

შეძლებენ ხელისუფლების წარმომადგენლები იმის თქმას, რომ საქართველოს ომში ჩართვა არავის უნდა?

- გამომდინარე იქიდან, რაზეც ვისაუბრეთ, ვერ შეძლებენ. ხელისუფლებისთვის, ამ ეტაპზე ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და ან ნატოში ინტეგრაციული პროცესის დაწყება.

როგორც ჩანს, ხელისუფლების შენარჩუნება ხელისუფლებისთვის თვითგადარჩენის ინსტინქტიც კია. ხელისუფლებამ იცის, თუ 2024 წლის არჩევნები წააგეს, ამას შესაძლოა მოჰყვეს პოლიტიკური ვენდეტა. რისი ტრადიცია ჩვენ ქვეყანაში გვაქვს.

თუ გადავხედავთ იმას, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება სააკაშვილს, ან იმას ბოლო 10 წლის განმავლობაში რა ხდებოდა ქართულ პოლიტიკაში, ისინი ცდილობენ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება და დასავლეთის მხრიდან ამ არჩევნების ლეგიტიმაცია.

ხელისუფლებისთვის, ამ ეტაპზე ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და ან ნატოში ინტეგრაციული პროცესის დაწყება

ხელისუფლებამ იცის, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები არ აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, იციან, რომ ვთქვათ პუტინი არ დაიპყრობს საქართველოს.

ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა მექნებოდა ხელისუფლებასთან. ვთქვათ, თუ რუსეთმა გაიმარჯვა უკრაინასთან ომში, ამის შემდეგ ხომ რუსეთის შემდგომი სამიზნე საქართველო იქნება, ამის შემდეგ როგორ აპირებს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობას - პირდაპირ დანებდებიან? თუ რუსეთი რომ შემოიჭრება რის გაკეთებას აპირებენ?

ამაზე პასუხის გაცემა ხელისუფლებიდან იქნებოდა საზოგადოებისთვის საინტერესო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა შეიძლება იყოს იმის ფასი, თუ საქართველო უარს იტყვის ევროკავშირზე და ნატოზე?

თუ რუსეთმა გაიმარჯვა უკრაინასთან ომში, ამის შემდეგ ხომ რუსეთის შემდგომი სამიზნე საქართველო იქნება, ამის შემდეგ როგორ აპირებს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობას - პირდაპირ დანებდებიან? თუ რუსეთი რომ შემოიჭრება რის გაკეთებას აპირებენ?

სხვანაირად ვიტყვი, რაში ხედავს ხელისუფლება გამოსავალს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი იგებს ომს უკრაინაში? უარი უნდა ვთქვათ ევროკავშირზე და ნატოზე და ევრაზიულ კავშირში უნდა შევიდეთ? ანუ რაშია გამოსავალი, რასაც ისინი მას შემდეგ გვთავაზობენ, თუ რუსეთი იგებს ომს უკრაინაში?

გასაგებია, რომ ხელისუფლება ცდილობს შეაგუოს საზოგადოება იმას, რომ ევროკავშირი ცუდია და ნატოში საქართველო არ უნდა შევიდეს, ანუ, ზოგადი კონტექსტი გასაგებია, მაგრამ არ გვეუბნება, ამის შემდეგ რა იქნება?

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა