საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური იანვრის თვის ანგარიშს აქვეყნებს

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის იანვრის ჩათვლით 41.85%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2.66% შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.05 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 460 მილიონი ლარია. საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 19.1% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 80.9% ლარში.

საპენსიო სააგენტოს განმარტებით, საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 3.8% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 16.4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10.6% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.4% გლობალურ აქციებში, 0.8% ევროობლიგაციებში, 0.1% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო ადგილობრივ სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 60.8% არის განთავსებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა