პაატა კალანდაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიეცა ექსკლუზიური საშუალება, რათა სამიტის მონაწილეებისთვის გაეცნო თუ რა წარმატებები აქვს ჩვენს ქვეყანას ბოლო პერიოდში

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიეცა ექსკლუზიური საშუალება, რათა მას სამიტის მონაწილეებისთვის გაეცნო თუ რა წარმატებები აქვს ჩვენს ქვეყანას ბოლო პერიოდში და ასევე ესაუბრა იმ გეგმებზე, რომელიც დასახული აქვს ჩვენს მთავრობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების მიზნით, - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოს მთავრობათა სამიტი არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად იკრებს პოპულარობას და მისი მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდება.

„პირველად, ამ საიუბილეო სამიტზე, საქართველო წარმოდგენილია მთავრობის მეთაურის სახით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიეცა ექსკლუზიური საშუალება, რათა მას სამიტის მონაწილეებისთვის გაეცნო თუ რა წარმატებები აქვს ჩვენს ქვეყანას ბოლო პერიოდში და ასევე ესაუბრა იმ გეგმებზე, რომელიც დასახული აქვს ჩვენს მთავრობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების მიზნით. მსოფლიოს მთავრობათა სამიტი გახლავთ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად იკრებს პოპულარობას, მისი მნიშვნელობა უფრო სერიოზული ხდება, განსაკუთრებით, წელს, როდესაც რიგით მეათე, საიუბილეო სამიტი ტარდება. ხაზგასასმელია, რომ წლევანდელ საიუბილეო სამიტზე დამსწრეთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდი იყო. აქ წარმოდგენილები არიან სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირები, პოლიტიკური ლიდერები, მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე მსოფლიოში ცნობილი მსხვილი საფინანსო კომპანიების წარმომადგენლები“, - განაცხადა პაატა კალანდაძემ.

აღნიშნულ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება