რევაზ ჯაველიძე - მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე პრემიერს დღეს ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა დამსწრე საზოგადოებისთვის და ესაუბრა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში და რეგიონში, რომელთანაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს ძალიან ახლო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების სურვილი და ინტერესი. ძალიან მნიშვნელოვან სამიტში, რომელშიც გლობალური ლიდერები და ბიზნესლიდერები იღებენ მონაწილეობას საქართველო იყო წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა დამსწრე საზოგადოებისთვის და ესაუბრა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება. თავისთავად იმ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც გვაქვს ბოლო ორი წლის განმავლობაში და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

მისივე თქმით, საუბარი ასევე იყო იმ ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პროექტებზე, რომელიც მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით ხორციელდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება ან იგეგმება ჩვენს ქვეყანაში. თავისთავად საუბარი იყო იმ ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ პროექტებზე, რომელიც მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით ხორციელდება. თავისთავად იყო საუბარი მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელიც მმართველობითი კუთხით ხორციელდება, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ძალიან მაღალ რეიტინგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მასშტაბით, რაც თავისთავად ძალიან პოზიტიურ დინამიკას ქმნის და ქმნის შესანიშნავ საფუძველს, რომ ამ რეგიონიდან სხვადასხვა კომპანიებმა თავიანთი ინვესტიცია განახორციელონ, რაც თავისთავად ჩვენი ეკონომიკური განვითარების საწინდარი იქნება,“- განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში